f

წესები და პირობები

ზოგადი პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებს და პირობებს, თუ თქვენ შემოხვალთ ვებ გვერდზე და შეიძენთ პროდუქტს, თქვენ ავტომაურად აცხადებთ თანხმობას ვებ გვერდის წესებსა და პირობებზე. როდესაც განახორციელებთ შესყიდვას, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დასტურს იმეილის საშუალებით, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს არ გულისხმობს პროცესის დასრულებას. 

თუ გადახდა საბანკო ბარათის საშუალებით წარუმატებელი აღმოჩნდა, უქმდება და  არ აქტიურდება. პროცედურა ექვემდებარება ოპერატორის მიერ გადამოწმებას. კომპანიას უფლება აქვს გააუქმოს რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში, თუ დაფიქსირდება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა და არაკეთილსინდისიერი ქმედება. საიტზე მოცემულია ფასები ლარში, დღგ-ს ჩათვლით, ფასები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს კომპანიის მიერ ცალმხრივად.

 

დაბრუნების პოლიტიკა

გადახდილი თანხის უკან დაბრუნება არ ხდება მას შემდეგ, რაც წვდომა გააქტიურდება საიტზე შეძენილ პაკეტზე. 

თანხის დაბრუნება ხდება თუ მომხმარებელმა შემთხვევით ორჯერ იყიდა ზედიზედ პაკეტი ერთი და იგივე საბანკო ანგარიშიდან ერთი და იგივე პაკეტი. 

თანხის დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში მყიდველის საბანკო ანგარიშზე. ვებ გვერდზე ბარათით გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვით.

კონფიდენციალობა

www.gbe.ge -ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ეთანხმებით www.gbe.ge-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ვებ გვერდი www.gbe.ge ყველა შესაძლებელი სტანდარტით არის დაცული, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ვებ გვერდზე თქვენს მიერ გაგზავნილ მონაცემებზე მესამე პირების მიერ  არასანქცირებულ წვდომაზე ან/და ინფორმაციის დაზიანებაზე კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას.

 

პერსონალური მონაცემების დაცვა

ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლისა  ინფორმაციის კონფიდენციალობის საკითხის სრული დაცვა.  ჩვენ არ გავამხელთ და არ გადავცემთ ინფორმაციას ჩვენს მომხმარებლებზე მესამე პირებს, გარდა კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში.