
ლევან ჯანაშია
ლევან ჯანაშია 2017 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს წევრი და სასწავლო ცენტრის ექსპერტი.
იურიდიული პრაქტიკა
საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე მის წარმოებაში იყო და კლიენტის სასარგებლოდ დასრულდა ათეულობით სასამართლო საქმე. აქვს კლიენტების სასამართლოში, სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებში და მესამე პირებთან წარმომადგენლობის თოთხმეტ წლიანი გამოცდილება.
საარბიტრაჟო პრაქტიკის მანძილზე განხილული აქვს 2000-ზე მეტი საქმე.
სამუშაო სფერო: ვალდებულებითი სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, დელიქტური სამართალი, კანონისმიერი ვალდებულებები, სანივთო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, ბიზნეს სამართალი, საბანკო სამართალი, საოჯახო სამართალი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, შიდა და საერთაშორისო არბიტრაჟი, მედიაცია.
2015 წლიდან არის იურიდიული კომპანია FLS full legal service-ის პარტნიორი.
2011 წლიდან იკავებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორის პოზიციას.
2010 წლიდან არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარე.
2004-2009 წლებში მუშაობდა ადვოკატთა საერთაშორისო იურიდიული ფირმა „გაბისონია, დიტრიხი და პარტნიორები“, შპს „გაბისონია და პარტნიორები“, და შპს „J & T Consulting“.
აკადემიური საქმიანობა
2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი, უძღვება ტრენინგ კურსებს პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის ვალდებულებით, სახელშეკრულებო და საპროცესო სამართალში, მედიაციასა და არბიტრაჟზე.
2011-2013 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს საქართველოს უნივერსიტეტში.
2008-2011 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს კავაკასიის სამართლის სკოლაში.
2010 წლიდან უძღვება სალექციო კურსებს თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში.
2005-2008 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ექსპერტი სახელშეკრულებო და ვალდებულებით სამართალში.
2005-2007 წლებში უძღვებო და სალექციო კურსებს სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.
2004 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენ-პროფესორი.
აკადემიური განათლება
1999-2004 წლებში მიიღო იურიდიული განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2004 წელს წარმატებით დაიცვა სადიპლომო ნაშრომი თემაზე „არასახელშეკრულებო ვალდებულებები“.
2004 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. სადისერტაციო თემა- «კონდიქციური ვალდებულებები საერთო და კონტინენტური სამართლის ქვეყნებში».
პუბლიკაციები
ლევან ჯანაშია არაერთი სამეცნიერო სტატიის, სალექციო კურსის თუ კვლევის ავტორი. მისი ავტორობით 2014 წელს გამოიცა სახელმძღვანელო „ვალდებულებითი სამართალი“.
2004 წლიდან მუშაობს ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, სანივთო, სამოქალაქო საპროცესო და არასახელშეკრულებო ვალდებულებების მიმართულებით. იგი არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს(USAID/JILEP) თანაავტორი.