f
team-img

სიმონ ტაკაშვილი

სამოქალაქო საპროცესო სამართლი, შრომის სამართალი

იურიდიული პრაქტიკა

სიმონ ტაკაშვილი არის კომპანია “J&T Consulting”-ის უფროსი იურისტი, ასევე შპს „საქართველოს ფოსტის“ და შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ იურისტი.

აკადემიური გამოცდილება

2016 წლიდან დღემდე სიმონი არის მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე, იგი არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტი, ხოლო 2014 წლიდან დღემდე ა(ა)იპ "პროფესიული განვითარების აკადემიის" ტრენერი.

2012-2015 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ ტრენინგში, სასწავლო კურსსა და კონფერენციაში.

აკადემიური განათლება

სიმონ ტაკაშვილი სხვადასხვა დროს იყო საუნივერსიტეტო,  საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და British American Tobacco (BAT) სტიპენდიის მფლობელი.

ამჟამად სწავლობს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო სამართლის მიმართულებით.

2013-2015 წწ. - სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2009-2013 წწ. - სამართლის ბაკალავრის ხარისხი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  

პუბლიკაციები

სიმონ ტაკაშვილს სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული აქვს ოცამდე სტატია სხვადასხვა პრობლემურ სამართლებრივ საკითხზე.