გიორგი სვანაძე

სამოქალაქო საპროცესო სამართალი

იურიდიული პრაქტიკა

გიორგი სვანაძე, EY საქართველოს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი, 2018 წლის 1 ივლისიდან ასოცირებული პარტნიორის რანგში განაგრძობს თავის საქმიანობას.

2013-2016 წლებში გიორგი იურიდიული სამსახურის უფროსის პოზიციაზე დაინიშნა შპს „დელოიტი და ტუშიში“ / „Deloitte&Touche“.

2011-2013 წლებში გიორგი სვანაძე დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა განაგრძო შპს „როდლი და პარტნიორებში“ / “Rödl & Partner” უფროს იურისტად.

2009-2011 წლებში გიორგი სვანაძემ პრაქტიკა გაიარა სხვადასხვა კომპანიებში გერმანიაში, კერძოდ მუშაობდა „ვაიტნაუერში“ / „WEITNAUER Rechtsanwälte, Wirtschaftsprüfer, Steuerberater“ მეცნიერ ასისტენტად, ასევე „ბაიტენ ბურკჰარდტში“ / “BEITEN BURKHARDT Rechtsanwälte“ იგივე პოზიციაზე.

2007-2008 წლებში საადვოკატო ფირმა ჭელიძე და პარტნიორებში დასაქმდა წამყვან იურისტად. პარალელურად, იგი შპს „საქართველოს მინისა და მინერალურ წყლების კომპანიაში“ („აიდი-ეს ბორჯომი“), იურისტად მუშაობდა.

2006 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოღვაწეობდა.

2005 წელს გიორგი სვანაძემ მუშაობა დაიწყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში.

აკადემიური გამოცდილება

2012 წლიდან დღემდე გიორგი სვანაძე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული ბიზნეს-სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური თანა-დირექტორი.

გიორგის გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრეინინგი, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საერთაშორისო სავალუტო სერთიფიკატის შესახებ. 

აკადემიური განათლება

2009-2014 წწ. - სამართლის დოქტორის ხარისხი - კილის ქრისტიან ალბრეხტის სახელობის უნივერსიტეტი,  სამართალმცოდნეობის/იურიდიული ფაკულტეტი.

2008-2009 წწ. - სამართლისა და ბიზნესის მაგისტრის აკადემიური ხარისხი - ბუცერიუსის სამართლის სკოლა და ოტო ბაისჰაიმის მენეჯმენტის სკოლა (ჰამბურგი, ვალენდარი, გერმანია);

2006-2008 წწ. - სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი  კერძო სამართლის მიმართულებით - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პუბლიკაციები

2018 წ. - “საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე“ - პრაქტიკული სახელმძღვანელო, თანაავტორი.

2018 წ.  -  ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ - პრაქტიკული სახელმძღვანელო, თანაავტორი.

2014 წ. - “სახელშეკრულებო სამართალი“ - სახელმძღვანელო, თანაავტორი.