f
team-img

გელა სიორდია

სისხლის სამართალი

აკადემიური გამოცდილება

გელა სიორდია 2012 წლიდან 2017 წლამდე იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ექსპერტი ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის ტესტური დავალებების შედგენაში სისხლის სამართლის პროცესის მიმართულებით.

გელა ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერია. როგორც ტრენერი, გელა  პერიოდულად უზიარებს თავის კოლეგებს ცოდნასა და გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სასამართლო ადვოკატირების უნარ-ჩვევები, ნაფიცმსაჯულთა შერჩევა და ნაფიცმსაჯულთა ინსტრუქციები, სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების საკითხები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები და სისხლის სამართლის პროცესი.

იურიდიული პრაქტიკა

2007 წლის ნოემბრიდან იმერეთი-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელია. ბიუროს ხელმძღვანელობის პარალელურად გელა ეწევა საადვოკატო საქმიანობას სისხლის სამართლის მიმართულებით.

2005-2007 წლებში გელა სიორდია სსიპ „საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის“ ზესტაფონის ტერიტორიული ბიუროს ხელმღვანელი იყო.

2005 წელს გელამ მუშაობა დაიწყო იურიდიული დახმარების სამსახურში.

გელა სიორდიას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრეინინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.

გელა სიორდიას მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათშორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობით განხილული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც გელას დაცვის ქვეშ მყოფთა ნაწილობრივი და სრული გამართლებით დასრულდა.

აკადემიური განათლება

1998-2003წწ. – სამართლის მაგისტრის დიპლომი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი.

ჯილდო

გელა სიორდიას მიღებული აქვს ჯილდო იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.