ლაშა ცერცვაძე

სამოქალაქო სამართლი, საკორპორაციო სამართალი

იურიდიული პრაქტიკა

ლაშა ცერცვაძე 2007 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი და ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას. პრაქტიკული საქმიანობის განმავლობაში მის წარმოებაში იყო და კლიენტებისათვის წარმატებით დასრულდა ასობით სასამართლო/საარბიტრაჟო თუ სააღსრულებო პროცესი. მას აქვს სასამართლოში, არბიტრაჟში, სააღსრულებო ბიუროსა თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებში კლიენტების წარმომადგენლობის რვაწლიანი გამოცდილება.

2015 წლის 1 მარტიდან არის იურიდიული კომპანია FLS full Legal service  დამფუძნებელი პარტნიორი. 

2015 წლის  ივნისიდან არის თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის თავმჯდომარის მოადგილე.

2015 წლიდან საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრია.

2009 წლიდან დაინიშნა სს “სილქ როუდ ბანკის” სასამართლო და სააღსრულებო მხარდაჭერის განყოფილების უფროსად, ხოლო  2012 წლიდან  2015 წლის 1 მარტამდე იკავებდა ამავე ბანკში პრობლემური სესხების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. 

სხვადასხვა დროს  მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, იურიდიულ კომპანიაში უფროსი იურისტის პოზიციაზე, საქართველოს საელჩოში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ბერლინი, გერმანია 2011).

აკადემიური განათლება

2012-2015 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში დოქტორანტურაზე;

2015 წელს  შეფასებით Magna Cum Laude დაიცვა დისერტაცია საკორპორაციო სამართალში  და მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი;

2012-2015 წწ. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში დოქტორანტურაზე;

2014 წელს მუშაობდა სადისერტაციო ნაშრომზე  ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი სტიპენდიის ფარგლებში,  მაქს-პლანკის შედარებითი და კერძო სამართლის ინსტიტუტში (ჰამბურგი, გერმანია);

2010-2011 წლებში იყო იოაჰიმ ჰერცის სახელობის სასწავლო სტიპენდიის მფლობელი (ჰამბურგი/გერმანია) Joachim Herz Scholarshi for the MLB   (Master of Law and Business)  Program;

2010-2011წწ. - სამართლისა და ბიზნესის მაგისტრის ხარისხი - Bucerius Law School & WHU - Otto Beisheim School of Management (ჰამბურგი/ვალენდარი, გერმანია), ერთობლივი პროგრამის ფარგლებში;

2007-2009წწ. - სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი  - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2003-2007წწ. - სამართლის ბაკალავრის ხარისხი  - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

აკადემიური გამოცდილება

საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, ლაშა ცერცვაძე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი - საკორპორაციო, შედარებით საკორპორაციო, საბანკო, შედარებითი საბანკო და გარიგების უზრუნველყოფის სამართალში. ლაშა ცერცვაძეს ჩატარებული აქვს არაერთი სპეციალური ტრეინინგ-კურსი სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებისა თუ კერძო კომპანიების თანამშრომლებისათვის.

2015 წლის დეკემბერში „განგრძობადი იურიდიული განათლების მეოთხე ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში“ ფარგლებში  საქართველოს იურისტთა ასოციაციის წევრებისათვის, გამჭოლი პასუხისმგებლობის შესახებ (Piercing The Corporate Veil) , ჩატარებულ ტრეინინგზე  იყო თანამომხსენებელი.

2014  წლის ნოემბერში „განგრძობადი იურიდიული განათლების მესამე ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში“ ფარგლებში უძღვებოდა ტრეინინგს საკორპორაციო სამართალში საქართველოს იურისტთა ასოციაციის წევრებისათვის.

2013 წელს   თავისუფალი უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში უოშბორნის უნივერსიტეტის მოწვეულ პროფესორ ლ.ალი ხანთან ერთად კითხულობდა ლექციებს თემაზე „სასეხო ვალდებულებათა უზრუნველყოფის საშუალებები ამერიკასა და საქართველოში“. 

2013 წლის ოქტომბერში „განგრძობადი იურიდიული განათლების მეორე ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში“ ფარგლებში უძღვებოდა ტრეინინგს საკორპორაციო სამართალში საქართველოს იურისტთა ასოციაციის წევრებისათვის.  

პუბლიკაციები

ლაშა ცერცვაძე მუშაობს  საკორპორაციო, საბანკო და მოთხოვნის უზრუნველყოფის სამართლის მიმართულებით. არის  არაერთი სამეცნიერო სტატიისა და კვლევის ავტორი. 2012 წელს გამოიცა მისი წიგნი „დირექტორთა ვალდებულებები საწარმოს მართვის პროცესში“ ინგლისურ ენაზე. აღნიშნული ნაშრომი წარმატებით დაიცვა ბიცერიუსის სამართლის სკოლაში (ჰამბურგი, გერმანია 2010/2011) და მიენიჭა სამართლისა და ბიზნესის მაგისტრის ხარისხი.  ნაშრომი ასევე გამოქვეყნებულია მაქს-პლანკის შედარებითი და კერო სამართლის ინსტიტუტის (ჰამბურგი/გერმანია) ოფიციალურ ვებ-გვერდზე. არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს (USAID/JILEP) თანაავტორი.

ლაშა  ცერცვაძე არის სპეციალურად მოსამართლეთათვის შექმნილი საკორპორაციო სამართლის კურსის თანაავტორი და მომხსენებელი,  ფორდჰემის უნივერსიტეტის პროფესორ მარტინ გელტერთან და უზენაესი სასამარლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურთან ერთად. პროექტი ხორციელდება გერმანიის თანამშრომლობის ფონდის (GIZ) და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, კანონის უზენაესობა საქართველოში (USAID, East West Management Institute, PROLoG ) მხარდაჭერით.