ოთარ მაჩაიძე

სამოქალაქო საპროცესო სამართლი, შრომის სამართალი

იურიდიული პრაქტიკა

2015 წლიდან ოთარ მაჩაიძე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

2015 წლიდან არის ასევე საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრი.

2014 წლიდან კომპანია ,,ჯეი ენდ თი ქონსალთინგში” უფროსი იურისტის პოზიციას იკავებს.

2013 წლიდან ,,თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტში“ თავმჯდომარის თანაშემწეა.

აკადემიური საქმიანობა

იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ოთარ მაჩაიძე აკადემიურ სფეროშიც აქტიურად მოღვაწეობს. 2016 წლიდან მოწვეული ლექტორია ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სადაც უძღვება სამუშაო ჯგუფების მუშაობას სამოქალაქო პროცესში და მედიაციაში და ასევე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში.

აკადემიური განათლება

2015 წლიდან დღემდე - იურიდიული ფაკულტეტის, კერძო სამართლის მიმართულების დოქტორანტი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2015 წელი - სამართლის მაგისტრის ხარისხი - 
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2013 წელი - სამართლის ბაკალავრი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პუბლიკაციები

არბიტრაჟის და სასამართლოს კომპეტენცია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას“ თსუ-ს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის წელიწდეული 2018, თბილისი;

“საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახეები ქართული კანონმდებლობის მიხედვით”, თსუ-ს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის წელიწდეული 2015, თბილისი;

“ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთთანამშორომლობის კანონიკურსამართლებრივი ანალიზი საქართველოს ეკლესიის 1748 წლის კრების მაგალითზე”, სამართლის ჟურნალი სარჩევი, 2012, თბილისი.