1.  როდის იწყება და როდემდე გრძელდება რეგისტრაცია ?

პასუხი: რეგისტრაცია იწყება მარტში და დროში შეზღუდული არ იქნება. შესაბამისად, გამოცდის ჩატარების დღემდე შეძლებთ ნებისმიერ დროს შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი.

2.  როგორი იქნება სწავლების განრიგი ?

პასუხი: ეს არის ონლაინ საიტი. შესაბამისად, რეგისტრაციის შემდეგ მოგეცემათ წვდომა ტესტებზე და შეძლებთ მომზადებას ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

3.  განთავსდება თუ არა GBE.GE-ზე იგივე ტესტები რაც მოვა გამოცდაზე ან გამოცდის წინა წლის ტესტები?

პასუხი: არა, ეს ინფორმაცია არის კონფიდენციალური. შესაბამისად, არავის აქვს წვდომა გამოცდაზე მოსულ ტესტებზე. ჩვენი ტესტები არის ანალოგიური ტიპის, მაქსიმალურად მიახლოებული ფორმით და შინაარსით, მაგრამ არა იდენტური.

4.  რამდენად დაცულია, ჩემი როგორც GBE.GE-ს მომხმარებლის მონაცემები?

პასუხი: თქვენი მონაცემები რჩება ჩვენი საიტის ბაზაში, არის კონფიდენციალური და არავის გადაეცემა.

5.  რა კავშირი აქვს GBE.GE-ს ადვოკატთა ასოციასიის სასწავლო ცენტრთან?

პასუხი: ჩვენ ადვოკატთა ასოციაციისგან დამოუკიდებლად შევქმენით საიტი, სადაც ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი სავარჯიშო ტესტები არის განთავსებული. არ გვაქვს კავშირი არც ადვოკატთა ასოციაციასთან და არც მათ სასწავლო ცენტრთან.