რა არის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ?
2006 წლიდან საქართველოში ადვოკატის კვალიფიაციის მისაღებად სავალდებულო გახდა საკვალიფიკაციოგამოცდის ჩაბარება. ამავე წელს ცვლილება შევიდა კანონში, რის მიხედვითაც, ყველა ადვოკატი ვალდებულიგახდა, ჩაებარებინა საკვალიფიკაციო გამოცდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მხოლოდ პირველი ინსტანციისსასამართლოში საქმიანობა შეეძლოთ.
ვის შეუძლის ჩააბაროს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა?
უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს.
როდის ტარდება და ვინ ატარებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდას?
გამოცდები ტარდება, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ - სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის დასაერთო სპეციალიზაციით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ.
რა არის პროკურორის ან გამომძიებლის სტაჟიორთა კონკურსი?
ეს არის საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებული კონკურსი, რომლის მიზანია პროკურორის ანპროკურატურის გამომძიებლის უფლებამოსილების განმახორციელებელი სტაჟიორების შერჩევა.
წარმატებული კანდიდატები გაივლიან მოსამზადებელ კურსს და შემდეგ ერთ წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებასსაქართველოს პროკურატურაში.
ვინ ატარებს კონკურსს?
კონკურსს ატარებს საქართველოს პროკურატურა.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება ან სწავლობსსამართლის ბაკალავრიატის დამამთავრებელ სემესტრზე.
კანდიდატისთვის ასევე მნიშვნელოვანია არგუმენტაციის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, მოტივაცია და ანალიტიკური აზროვნება.
რამდენი ეტაპისგან შედგება კონკურსი?
კონკურსი შედგება 3 ძირითადი ეტაპისგან:
- განაცხადების გადარჩევა;
- ტესტირება;
- გასაუბრება.
გასაუბრებამდე კანდიდატებს შესაძლოა ჩაუტარდეთ ინტელექტის განმსაზღვრელი ტესტირება — IQ ტესტი.
რა ხდება ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდეგ?
კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ ტესტირების ეტაპს, გადავლენ კონკურსის შემდეგ ეტაპზე — გასაუბრებაზე.
კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს ტესტირების ეტაპს, გასაუბრებაზე არ დაიშვება.
ანაზღაურებადია თუ არა სტაჟირება?
დიახ. საქართველოს პროკურატურაში სტაჟირება ანაზღაურებადია.
ყოველთვიური სარგოს ოდენობა შეადგენს 1390 ლარს.
რა ხდება სტაჟირების დასრულების შემდეგ?
სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ კანდიდატებს აფასებს საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო - კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭო.
პირი, რომელიც წარმატებით გაივლის სტაჟირებას, გენერალური პროკურორის მიერ ინიშნება საქართველოს პროკურატურაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე - პროკურორად ან გამომძიებლად.